|
2023-07-08 12:14:52, 906 ნახვა
საზოგადოება
UNEP საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბუდაპეშტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ახლადდანიშნულ რეგიონულ დირექტორს არნოლდ კრეილჰუბერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და UNEP-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. „UNEP-ის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარეს, რეკომენდაციების შესრულების კუთხით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)