|
2023-07-08 10:46:42, 851 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი უნგრეთის სახელმწიფო მდივანს გარემოსა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში ანიკო რაისს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს გარემოსა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში ანიკო რაისს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. "სახელმწიფო მდივანმა სურვილი გამოთქვა, საქართველომ და უნგრეთმა გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ერთობლივი აქტივობები განახორციელონ, მათ შორის, გაცვლითი პროგრამები და გამოცდილების გაზიარების ღონისძიებები. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვას. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტრთა რიგით მე-7 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროკომისიის და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის მიმართულებებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული შედეგების შესახებ. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ მინისტრ შტეფი ლემკესთან და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორ მარკო კაინერთან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)