|
2023-07-07 15:36:02, 704 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ქერჩის ქუჩა N22, N24, N26-ის მიმდებარე ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი გაიტანეს. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დასუფთავების ღონისძიებაში ჩართული იყო სპეცტექნიკა. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ. „ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა კორპუსების მიმდებარედ დანაგვიანებული ტერიტორია. მოსახლეობის თხოვნითა და გლდანის გამგეობის ჩართულობით, დავგეგმეთ აქცია. სრულად დასუფთავდა და გაიწმინდა ტერიტორია. სამწუხაროდ, მოქალაქეების ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენსაც არ ათავსებდა ახლომდებარე ურნებში, ამ ადგილას აგროვებდნენ სამშენებლო ნარჩენთან ერთად და იყო ანტისანიტარია. ამ მისამართზე კიდევ დავამატებთ ახალ კონტეინერებს და მომავალში გაკონტროლდება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, „თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)