|
2023-07-04 12:44:37, 731 ნახვა
საზოგადოება
მერია - თბილისში Urban Sport Fest - ტურნირი 3X3 კალათბურთში დაიწყო
თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის“ ორგანიზებით, თბილისში Urban Sport Fest - ტურნირი 3X3 კალათბურთში დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში, შესარჩევი ეტაპი 2023 წლის 2 ივლისს გაიმართა, ხოლო 9 ივლისს, 19:00 საათზე ღონისძიების ფინალური ეტაპი გაიმართება. „ტურნირის მოთამაშეთა რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამის ვებგვერდზე. პროექტით დაინტერესება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ ინფორმაციის განთავსებიდან ნახევარი საათის შემდეგ, ჩემპიონატის მონაწილე გუნდები დაკომპლექტდა. ტურნირში მონაწილეობს 24 გუნდის 100-მდე სპორტსმენი. სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება და პროექტის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტურნირს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები დაესწრებიან. „ტურნირი იმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის საპარკინგე სივრცის ტერიტორიაზე. შესარჩევ და ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გამორჩეული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი და სხვადასხვა პრიზით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კახა კალაძემ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს, ირაკლი გვილავას სამომავლოდ მსგავსი პროექტების განხორციელება დაავალა. „სამომავლოდ, ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ამიტომ, მინდა, ირაკლი გვილავას დავავალო, წარმოადგინოს გეგმა, თუ რა სიახლეები შეიძლება ახალგაზრდებს მთელი წლის განმავლობაში შევთავაზოთ. თბილისის მერია სამომავლოდაც აქტიურად ჩაერთვება მსგავსი ღონისძიებების განხორციელების პროცესში, რათა სპორტში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)