|
2023-07-04 10:54:43, 623 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
7 ივლისს, 12:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა (UAG) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე. "თანამშომლობის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტმა და აეროპორტების გაერთიანებამ ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების განსახორციელებლად. მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას გაივლიან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო, საერთაშორისო და სხვა პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება. ასევე, ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება",- ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)