|
2023-07-03 17:17:39, 626 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტმა, მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ცვლილების მთავარი მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლია. „პაკეტი შექმნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პირობებს პაციენტის საჩივარზე რეაგირებისთვის, სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის. გააუმჯობესებს, როგორც სამუშაო გარემოს სამედიცინო პერსონალისთვის, ისე პაციენტის უსაფრთხოების გარანტიებს და კლინიკური გამოსავლებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ცვლილებები, მიზნად ისახავს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას. მანდატის გაზრდით, რეგულირების სააგენტო შეძლებს, სამედიცინო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას და მათ დროულ შესწავლას, რაც პირდაპირ კავშირშია ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან. „ცვლილება ითვალისწინებს მარეგულირებლისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭებას, რაც მას საშუალებას აძლევს განახორციელოს, შეტყობინების გარეშე, ინსპექტირება პაციენტის საჩივარზე ან სხვა საყურადღებო შემთხვევებზე რეაგირებისთვის, როგორც კლინიკებში, ისე ფარმაცევტულ სექტორში. შედეგად მარეგულირებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, რეალურ დროში და შესაბამისად გადაწყვეტილებებიც აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, იყოს მაქსიმალურად ობიექტური და დროული. ასევე ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების მექანიზმი, განისაზღვრა მისი აპელირების შესაძლებლობა, სასამართლოს როლი და ზეპირი განხილვის შესაძლებლობა ასევე კლინიკებისთვის. მნიშვნელოვანი არის სამართალდარღვევების ნაწილში, ჯარიმების ოდენობის გაზრდა, ასევე დაუყოვნებელი აღსრულება იმ სამართალდარღვევებისთვის, რომელთა იდენტიფიცირება მარტივია და მარეგულირებლებს შეუძლია ადგილზევე დაადგინოს რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე და მიმართოს ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც გაზრდის ჯარიმების პრევენციულ ეფექტს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)