|
2023-07-03 14:40:04, 1424 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბის პირველი ნიშნები?
საგადამხდელო ბალანსის პირველი კვარტალის მაჩვენებლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის მზარდი ტენდენცია იკვეთება. ეს დიდწილად, მიგრანტებისათვის ეტაპობრივად რეზიდენტობის სტატუსის მინიჭების შედეგია. მეტი სიცხადისათვის - მას შემდეგ რაც მიგრანტს რეზიდენტის სტატუსი ენიჭება, აღრიცხვის კუთხით, მისი საერთაშორისო შემოსავალი ტურიზმიდან მომსახურების ექსპორტის სხვა კატეგორიაში ინაცვლებს. აღნიშნული დინამიკა შესაბამისობაშია „თიბისი კაპიტალის“ მიერ 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულ მიგრანტების გამოკითხვის შედეგებთან, სადაც იკვეთება, რომ დასაქმების კუთხით ყველაზე მსხვილი ინდუსტრია სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიებია. ასევე საყურადღებოა, რომ შემოსავლების წყაროს კუთხით, უდიდესი ნაწილი საერთაშორისოა რუსეთის მნიშვნელოვანი, თუმცა არა არსებითი კონტრიბუციით. თავისთავად, მიგრაციის ნაკადის მდგრადობა საყურადღებო გამოწვევაა. თუმცა, როგორც ჩანს, ახლო მომავალში მასშტაბური გადინება ნაკლებ სავარაუდოა. ასევე, „თიბისი კაპიტალის“ მკითხველს შევახსენებთ, რომ ასეთ სცენარში, სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც მხედველობაშია მისაღები. ისევე, როგორც გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში დაგროვილი ფისკალური ბუფერები და სებ-ის საერთაშორისო რეზერვები. საგარეო სექტორის დინამიკის სხვა მაჩვენებლები ასევე „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინებთან შესაბამისობაშია. იგივე შეიძლება ითქვას დღეს გამოქვეყნებულ ივნისის ინფლაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მაისის ეკონომიკური აქტივობის შეფასება „თიბისი კაპიტალის“ საბაზო სცენარზე მაღალია. საკუთრივ, სრული 2023 წლისათვის 7%-იანი ზრდის საბაზო სცენარი, მაისში 5.8%-იან ნიშნულს ითვალისწინებდა, ნაცვლად საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 7%-სა. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)