22:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 22:42:16, 1331 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და რუმინეთს შორის ბორანით მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოსა და რუმინეთს შორის ბორანიით მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გადამზიდავი კომპანია E60 Shipping Line ავრცელებს.

პირველი ბორანი დღეს, 29 ივნისს, საქართველოს ფოთის პორტში კონსტანციდან ჩამოვიდა. რეისები ყოველკვირეულად შესრულდება.

190 მეტრიანი ვილნიუსის ბორანი გადაიყვანს მანქანებს და ტვირთის კონტეინერებს, ასევე მგზავრებს. საქართველოსა და რუმინეთს შორის მგზავრობის დრო 42 საათი იქნება.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ტარიფები, რომლის მიხედვითაც მანქანის ტრანსპორტირების ღირებულება 500 ევროა, მოტოციკლი - 300 ევრო. სამგზავრო ბილეთის ღირებულებაა 200 ევრო, ბავშვებისთვის – 80 ევრო, ექვს წლამდე ბავშვებისთვის – უფასო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ფოთი-კონსტანტას საბორნე ხაზი არის „უმოკლესი მარშრუტი, რომელიც აკავშირებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპასთან“. მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics