|
2023-06-28 14:12:09, 832 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს სტუმრობს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად უნგრეთის ეროვნულ პოლიციას ესტუმრა და დეტალური ინფორმაცია მიიღო საპოლიციო დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. ვახტანგ გომელაურმა ასევე მოინახულა უნგრეთის ეროვნული პოლიციის სპეციალურ დავალებათა დანაყოფი, რომელიც სპეციალური ოპერაციების განხორციელებისას ადგილობრივი პოლიციის დახმარებას უზრუნველყოფს. „ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური, დელეგაციის წევრებთან ერთად ასევე ეწვია უნგრეთის კონტრ-ტერორისტულ ცენტრს და დეტალურად გაეცნო ინფორმაციას ცენტრის საქმიანობის შესახებ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური უნგრელ კოლეგას - შანდორ პინტერს უკვე შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა, სადაც სტუმრებს შანდორ პინტერმა უმასპინძლა. შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)