|
2023-06-25 11:59:35, 875 ნახვა
საზოგადოება
მაჭახელას ეროვნულ პარკს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ
მაჭახელას ეროვნულ პარკს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა მაჭახელას ეროვნული პარკის თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი მოინახულეს, გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის საქმიანობას როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩნუნების, ისე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით; მოინახულეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტი, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. "მაჭახელას ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით გამორჩეული, ერთ-ერთი პოპულარული დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია დაცული ტერიტორიების სისტემისა და მიმდებარე მოსახლეობის ჰარმონიულად თანაცხოვრების. მაჭახელას დაცული ტერიტორიების განვითარების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახელას ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). საინფორმაციო ტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)