|
2023-06-24 12:10:53, 797 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია“ გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია“ გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კონფერენციის თემატიკა, როგორიც არის ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია, თანხვედრაშია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით არსებულ სტრატეგიასთან, რაც გულისხმობს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, ეკოსისტემების მდგრად მართვას, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვას. აღნიშნული არის მწვანე ეკონომიკის ზრდის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. უწყების ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს ბიო/ორგანული და აგროეკოლოგიური სოფლის მეურნეობის როლი აგროსასურსათო სექტორის გაჯანსაღებასა და მის უფრო სამართლიან და ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრად სისტემად ჩამოყალიბებაში. „დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა და ფერმერული გაერთიანებების წარმომადგენლებმა. კონფერენციის პარალელურად ფერმერთა მიერ წარმოებული ადგილობრივი, ორგანული და ეკომეგობრული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. კონფერენციას სამთავრობო, საერთაშორისო, სამოქალაქო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ორგანული და აგროეკოლოგიური მეურნეობები, ბიოწარმოებაში ჩართული კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)