03:41 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 10:38:28, 972 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა

მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის „აჯანყების“ გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ რეგიონებში აღნიშნული რეჟიმი პირველად შემოიღეს.

"მოსკოვის, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული აქტების პრევენციის მიზნით, შემოღებული იქნა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი",- აღნიშნულია განცხადებაში.

მედიის ცნობითვე, ეს რეჟიმი რიგი ღონისძიებების გატარების საშუალებას იძლევა, მათ შორისაა დოკუმენტების შემოწმება, სატელეფონო საუბრების კონტროლი, ორგანიზაციების კუთვნილი მანქანების გამოყენება მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, სახიფათო მრეწველობის შეჩერება, კომუნიკაციების შეზღუდვა, ქუჩაში მოქალაქეების მანქანებითა და ფეხით გადაადგილების შეზღუდვა და სხვა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics