|
2023-06-21 16:59:50, 828 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
ბერლინში გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საპარლამენტო მდივან ოფელია ნიქთან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. "ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ღვინის და თხილის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ და მომავალში გერმანული მხარის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. განხილვის საგანი იყო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სირთულეები, სასურსათო დანაკარგებთან დაკავშირებული საკითხები და რეგიონში შექმნილი ვითარების გამო არსებული გამოწვევები. ასევე განხილულ იქნა ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის შესაძლებლობები. ნინო თანდილაშვილმა გერმანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საპარლამენტო მდივანმა ოფელია ნიქმა გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობის გაძლიერებისთვის და სურვილი გამოთქვა ეწვიოს საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს დარგში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)