00:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 16:22:30, 1122 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციიის მიზნით, ჰიროშიმაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციიის მიზნით, იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი HoReCa სექტორის წარმომადგენლები, სომელიეები და იმპორტიორები, ჯამში 50 სტუმარი დაესწრო.

"საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და  თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ მომზადებულ ორსაათიან პრეზენტაციას, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Red Bridge დირექტორი, ღვინის ცნობილი მაგისტრი, კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. 

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები. ღონისძიების სტუმრებმა ქართული ღვინოების საექსპორტო პოტენციალი და წარმოების მასშტაბებიც განიხილეს. 

ქართული ღვინის წარდგენის მიზანი გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო. კომპანიასთან „Red Bridge“, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს და მისი საქმიანობა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.

იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“ და „Wine and Gourmet Japan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics