08:07 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 10:59:01, 1474 ნახვა

საზოგადოება
ისთერნ ფრომოუშენსი შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, 28-30 ივლისს, ბათუმში რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორები, ფესტივალის სტუმრებს, განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის არტისტები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

წელს ის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წლების შემდეგ შავი ზღვის საფესტივალო ადგილი შეიცვალა, სტუმრებს ახლად შექმნილი სივრცე „სთეიჯ 17“ უმასპინძლებს (ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ 34).

ჯაზ ფესტივალის ფარგლებში კონცერტებს შემდეგი შემსრულებლები გამართავენ:

28 ივლისი |ბედფორდ ფოლსი (BEDFORD FALLS) და სოულ თრეინი (SOUL TRAIN).

29 ივლისი | მარკუს მილერი  (MARCUS MILLER European Tour 2023).

30 ივლისი | ბრუკლინ ფანკ ესენშელს  (BROOKLYN FUNK ESSENTIALS).

ყოველი დღის ბოლოს კი, 24:00 საათზე ივერია ბიჩზე, საღამოს თიენემ ჯემ სეიშენი (TNM JAM SESSION) დაასრულებს.

სპონსორები: „თიბისი კონცეპტი“, ვიზა, მაზდა.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერიაა.

პარტნიორები: „სთეიჯ 17“ და „ივერია ბიჩი“. წლევანდელ ჯაზ ფესტივალს რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ უმასპინძლებს.

მედია მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, ონლაინ გამოცემა - ბათუმელები, პალიტრა მედია, რადიო უცნობი, სარეკლამო სააგენტო - ალმა არიან.

ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება.

„თიბისი კონცეპტ“ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანიხოლო თიბისი“ ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.

ფესტივალის ბილეთების შეძენა  www.tkt.ge-ზეა შესაძლებელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics