05:13 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 16:00:44, 1457 ნახვა

მსოფლიო
დანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 2,95 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი დაამტკიცა

დანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 2,95 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს.

რეზნიკოვის თქმით, დახმარების პაკეტი 2023 წლიდან 2028 წლამდეა გათვლილი.

"კარგი სიახლე კოპენჰაგენიდან. დანიამ 2,95 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი, კიდევ ერთი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლიდან 2028 წლამდეა გათვლილი. მადლობა ჩემს ძვირფას მეგობრებს და დანიელ ხალხს",- წერს რეზნიკოვი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 16 ივნისს, დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ დანია უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მართვაში მოამზადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics