|
2023-06-20 09:53:42, 1811 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, მხოლოდ გათავისუფლებული
ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, მხოლოდ გათავისუფლებული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი სიმაგრეები და არც რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას. "ზოგიერთ რაიონში ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ, ზოგიერთ რაიონში ისინი იცავენ პოზიციებს და ეწინააღმდეგებიან ოკუპანტების თავდასხმებს და გაძლიერებულ შეტევებს. ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, მხოლოდ გათავისუფლებული. მათ აქვთ მხოლოდ დანაკარგები. ზოგადად, ეს არის ზეწოლის სიტუაცია, ჩვენი ზეწოლა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გზა გავუხსნათ ჩვენს დროშას. ლურჯი და ყვითელი ფერები იქნება მთელ ჩვენს სამხრეთში და მთელ ჩვენს აღმოსავლეთში. და ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი სიმაგრეები და არც რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს გვაძლევს უდიდეს ძალას",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)