15:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 22:18:32, 1499 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირის სამხედრო შემადგენლობის გენერალური დირექტორი - უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა გამორიცხულია

უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა გამორიცხულია, - ამის შესახებ ევროკავშირის სამხედრო შემადგენლობის გენერალურმა დირექტორმა, ვიცე-ადმირალმა ერვე ბლეჟანმა განაცხადა.

როგორც ბლეჟანმა აღნიშნა, უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა ნიშნავს, რომ ომის მომხრე ხარ, მაგრამ ამასთან ერთად დასძინა, რომ ევროკავშირი უკრაინის დახმარებას იქამდე გააგრძელებს, სანამ ამის საჭიროება იქნება.

„უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა გამორიცხულია. უკრაინაში ჯარების გაგზავნა ნიშნავს იყო ომის მხარე, ეს არის ომი რუსეთთან. მაგრამ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ბლეჟანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics