16:37 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 18:17:09, 1464 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - რაც უფრო მეტ მიზანს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო გაიგებს პუტინი, რომ მოლაპარაკება უნდა აწარმოოს

ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა კონტრშეტევა ომში გარდამტეხი მომენტი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რაც უფრო მეტ მიზანს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო გაიგებს პრეზიდენტი პუტინი, რომ სამართლიანი მშვიდობისთვის მოლაპარაკება უნდა აწარმოოს

"ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა კონტრშეტევა ომში გარდამტეხი მომენტი. მაგრამ უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ და უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას ათავისუფლებენ. უკრაინის წინსვლა ბრძოლის ველზე კიევის მოლაპარაკების პოზიციას გააძლიერებს.

რაც უფრო მეტ მიზანს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო გაიგებს პრეზიდენტი პუტინი, რომ ვერ გაიმარჯვებს და [გაიგებს, რომ] სამათლიანი მშვიდობისთვის მოლაპარაკება უნდა აწარმოოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics