11:24 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 23:16:20, 828 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო „მაკდონალდსის“ ბროშურაზე - მსგავსი ქმედება ყალბი ღირებულებების პროპაგანდაა

მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო "მაკდონალდის" ქსელში საბავშო სასაჩურე წიგნში არსებულ შინაარს.

საპატრიარქომ აღნიშნული, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული ღირებულებების, ცხოვრების წესის უგულებელყოფად შეაფასა.

"ცნობილი გახდა, რომ ,,მაკდონალდის" ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნები ვრცელდება. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია დადასტურდა.

აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს. რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა.

შეუძლებელი, მათ არ ესმოდეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში ამგვარ უპატივცემულობას - ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული ღირებულებების, ცხოვრების წესის უგულებელყოფას", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, "მაკდონალდსის" "ჰეფი მილის" მენიუს სასაჩუქრე პაკეტში გამოჩნდა წიგნი, რომელშიც ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორის დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics