|
2023-06-13 10:01:57, 759 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მუხროვანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელ ცენტრს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ეწვივნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დეპუტატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. „ამჟამად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც ყაზარმების, ლაზარეთისა და სასადილოს მშენებლობას მოიცავს. მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მშენებლობა 24 ახალი შენობის აგებასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დღესვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, ამოცანები, სამომავლო გეგმები და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით არსებული ვითარება გააცნეს. ბაზაზე ვიზიტის განმავლობაში დეპუტატებს საწვრთნელი ცენტრის სასროლეთის შესაძლებლობების გაცნობის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებისა და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის მონახულების შესაძლებლობაც ჰქონდათ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, უწყების საქმიანობას რეგულარულად ეცნობიან და საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებს სტუმრობენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)