|
2023-06-11 17:39:39, 1024 ნახვა
მსოფლიო
პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს. პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანება "ვაგნერზე" ვერ გავრცელდება. როგორც პრიგოჟინი ამბობს, "ვაგნერი" ორგანულად არის ჩაშენებული რუსული ძალების საერთო სისტემაში, ექვემდებარება "რუსეთის ფედერაციის და უზენაესი მეთაურის ინტერესებს" და კოორდინაციას უწევს თავის მოქმედებებს გენერალ სერგეი სუროვიკინთან. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე, ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტი უნდა გააფორმოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)