|
2023-06-09 15:12:27, 703 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება
სამგორის გამგეობა რაიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მასშტაბურ ღონისძიებას აწყობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიების კონცეფცია, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდა, ხოლო მის განხორციელებაში რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები არიან ჩართულნი. „საიუბილეო ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს. გამოიფინება სამგორის განვითარების ამსახველი ისტორიული ფოტო-მასალა. მოეწყობა პროფესიული და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალი მუსიკალური პროგრამით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ჯგუფები - „რეგიონი“ და „რეზო და ბავშვები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ღონისძიების პროგრამა: ღონისძიების დასაწყისი: 18:00 სთ
კონცერტის დასაწყისი 21:00 საათი
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)