|
2015-02-09 16:03:55, 3220 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია „იბერკომპანი“ რაჭაში მეღვინეობის დარგში ინვესტირებას გეგმავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომპანია „იბერკომპანის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „იბერკომპანი“ მიმდინარე და მომავალ წელს რაჭაში უნიკალური მეღვინეობის ტრადიციის აღსადგენად ინვესტიციების ჩადებას გეგმავს. სტუმრებმა ფინანსთა მინისტრს გააცნეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, რეგიონში ვაზის უნიკალური ჯიშების გაშენება, ღვინის ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობა, აგრეთვე ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარება იგეგმება. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, წელს ისინი ასევე გეგმავენ გაფართოვებას ნავთობისა და უძრავი ქონების ბიზნესის კუთხითაც. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის ინვესტირება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. შეხვედრას ასევე მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)