|
2023-06-06 12:38:14, 1472 ნახვა
ომი უკრაინაში
კახოვკის ჰიდროელექტროსადგური მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება - Ukrhydroenergo
კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo ავრცელებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ. "6 ივლისის 9:00 საათისთვის წყლის დონე კახოვკის რეზერვუარში ძალიან სწრაფად კლებულობს. დატბორვის საშიშროების ქვეშ მყოფი უბნებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. წყალსაცავის დონის უკონტროლო კლება დამატებითი საფრთხეა დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის",- ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში. ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)