|
2023-06-05 21:49:08, 1646 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ და წარმატებას აღწევენ
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ და წარმატებას აღწევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილმე, ანა მალიარმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მთავარ ადგილებს იკავებს, მტერი კი თავდაცვის რეჟიმზეა გადასული და ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას. "ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც დავიწყეთ 2022 წლის 24 თებერვალს. თავდაცვითი ოპერაცია მოიცავს მათ შორის კონტრშეტევით ქმედებებს. ამიტომ, ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ შეტევაზე გადავდივართ. ბახმუტის მიმართულებით წინ მივიწევთ ფართო ფრონტით. გვაქვს წარმატებები. ვიკავებთ მთავარ ადგილებს. მტერი თავდაცვის რეჟიმზეა გადასული და ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას. ზუსტად იმის გამო, რომ რუსები ბახმუტში მარცხდებიან, ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. აღმოსავლეთ ნაწილში ლოკალური ბრძოლები ასევე გრძელდება", - განაცხადა მალიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)