|
2023-06-04 11:27:23, 1543 ნახვა
ომი უკრაინაში
დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვის შედეგად, რუსებმა მოკლეს 1 ბავშვი 4 კი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის ოლქის პოდგოროდნოს თემზე რუსეთის გუშინდელი დარტყმის შედეგად ბავშვი დაიღუპა - გოგონას ცხედარი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ 4 ივნისს განაცხადა დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი ლისაკმა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი მხოლოდ ორი წლის იყო. რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავდა 22 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვი. ორი ორსართულიანი შენობა, რომელთა შორის რაკეტა მოხვდა, ნაწილობრივ განადგურდა. რუსების რაკეტამ ასევე დააზიანა 10 კერძო სახლი, ავტომობილი, მაღაზია და გაზსადენი. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონს 4 ივნისის ღამითაც შეუტიეს. უკრაინელმა დამცველებმა რეგიონის თავზე ორი საკრუიზო რაკეტა და ერთი დრონი ჩამოაგდეს, სავარაუდოდ შაჰედი. ოკუპანტებმა ნიკოპოლს არტილერია ესროდნენ. შედეგად ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, დაირღვა სამი მაღალსართულიანი კორპუსი, რესტორანი და ელექტროგადამცემი ხაზები. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები 3 ივნისს საღამოს თავს დაესხნენ დნიპროვსკის რაიონის პოდგოროდნოს თემს. თავდაპირველად დაფიქსირდა ექვსი მსხვერპლი, მათ შორის 6 წლის ბიჭი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)