|
2023-05-31 10:27:40, 899 ნახვა
მსოფლიო
ბელგოროდის გუბერნატორი - შებეკინოზე მასიური დარტყმა განხორციელდა, დაშავდა 4 ადამიანი
რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შესახებ განაცხადა. როგორც გლადკოვმა Telegram-ზე დაწერა, ადგილობრივი დროით, 3:15 საათზე ქალაქზე მასიური დარტყმა განხორციელდა. გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიაი დაშავდა. "ორი სასწრაფოდ გადაიყვანეს ბელგოროდის საავადმყოფოში. მამაკაცს ჭრილობები კისრისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული, მდგომარეობა მძიმეა. ქალს ჭრილობები მკლავისა და წინამხრის არეში აქვს მიყენებული. ექიმები ახლა ყველა საჭირო გამოკვლევას უტარებენ. კიდევ ორმა ქალმა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე, მათ დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს",- წერს გლადკოვი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და მანქანები დაზიანდა. გლადკოვის ინფორმაციით, შებეკინსკისა და გრეივორონსკის რაიონებიდან ბავშვების ევაკუაცია იწყება, პირველი 300 ბავშვი კი, ვორონეჟში გაიგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)