20:39 - 21 Jul, 2026
|
2023-05-30 23:31:12, 821 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - შვედეთი აუცილებლად გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი
აბსოლუტურად მშვიდად ვარ იმასთან მიმართებით, რომ შვედეთი აუცილებლად გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოსლოში განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრები გაიმართა. მისივე თქმით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თავად სურს, რადგან რთულია ნატო-ს წევრი 31 ქვეყნის ერთ გადაწყვეტილებაზე შეთანხმება. „ჩვენ გვექნება მჭიდრო კონტაქტი ანკარასთან, პრეზიდენტ ერდოღანთან, რათა დავეხმაროთ ამ პროცესს, რომ რაც შეიძლება მალე წარიმართოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)