21:17 - 21 Jul, 2026
|
2023-05-29 17:02:20, 992 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი - რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი ყველაზე ცუდი სცენარია, მაგრამ ეს შესაძლებელია
რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი, ყველაზე ცუდი სცენარია, მაგრამ ეს შესაძლებელია, - ამის შესახებ ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსმა, კარელ რზეჰკამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, სწორედ ამ ეტაპს გადის ახლა ჩეხეთი, ვინაიდან, როგორც რზეჰკა აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ ომს დაიწყებს, ჩეხეთიდან ჯარისკაცები ალიანსის დასაცავად ომს შეურთდებიან. „ჩეხეთის რესპუბლიკა ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ამას მოაქვს სარგებელი, თუმცა ასევე აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. ამიტომ, ომის დაწყების შემთხვევაში, ჩეხი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა შეუერთდება საბრძოლო მოქმედებებს ალიანსის გეგმების შესაბამისად“, - აღნიშნა რზეჰკამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)