03:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 11:38:45, 1129 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - 2022 წელს, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9%-ით შემცირდა

საქართვველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. 

საქსტატის ცნობით, 2022 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.6 პროცენტს გაუტოლდა.

"2022 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია
მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა
20.4 პროცენტი შეადგინა (-2.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 15.3 პროცენტი (-2.0 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 10.5 პროცენტი (-1.4 პროცენტული პუნქტი).

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისთვის შემცირებულია 1.8 პროცენტული
პუნქტით და 15.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 2.1
პროცენტული პუნქტით და 15.8 პროცენტს შეადგენს.

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი
შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო
ხარჯების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.34-ს",- ნათქვამია  საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics