|
2023-05-28 18:40:01, 1532 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრა დასრულებულია - ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეწყდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. მოქალაქეებმა არჩევანი ორ კანდიდატს - მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის გააკეთეს. თურქული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს და რამდენიმე საათში ცნობილი იქნება, ვინ დაიკავებს თურქეთის რესპულიკის პრეზიდენტის პოსტს. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა, არჩევნებში რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობა კი, 60 მილიონი იყო. შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)