21:17 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 14:05:37, 924 ნახვა

მსოფლიო
ქემალ ქილიჩდაროღლუ - არჩევნები უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს, თუმცა მჯერა მოქალაქეების საღი აზრის

არჩევნები უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს, თუმცა მე მჯერა ჩვენი მოქალაქეების საღი აზრის,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა.

ქილიჩდაროღლუ საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა და მეორე ტურში საკუთარი არჩევანიც დააფიქსირა.

"მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ნამდვილი დემოკრატია და თავი დავაღწიოთ ამ ზეწოლას. ეს არჩევნები უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს, თუმცა მე მჯერა ჩვენი მოქალაქეების საღი აზრის",- თქვა ქილიჩდაროღლუმ.

შეგახსენებთ, თურქეთში, დღეს, 28 მაისს რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. 

ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ უპირისპირდებიან.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics