00:17 - 22 Jul, 2026
|
2023-05-23 23:58:33, 1266 ნახვა
მსოფლიო
სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
სლოვენიის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს. ამის შესახებ განცხადებას სლოვენიაში არსებული უკრაინის საელჩო ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტარები გმობენ გენოციდულ აქტებს, რომლებმაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელის სიკვდილი და დიდი ზიანი მიაყენა უკრაინული საზოგადოების საფუძვლებს. "გილოცავთ სლოვენიის რესპუბლიკის შეერთებას იმ ქვეყნების ჯგუფთან, რომლებმაც გადადგეს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და უკრაინელი ხალხის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნის პატივისცემის მიზნით. ასეთი საშინელი დანაშაულების აღიარება მომავალში მათ გამეორებას შეუძლებელს გახდის", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)