00:17 - 22 Jul, 2026
|
2023-05-23 15:57:42, 1290 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მწერალმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა ახალი სარჩელი შეიტანა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მწერალმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა ახალი სარჩელი შეიტანა. ელიზაბეთ ჯინ კეროლი, რომელმაც მანამდე ტრამპს სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმეზე დავა მოუგო, აცხადებს, რომ სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ექსპრეზიდენტმა მას დამამცირებლად მიმართა. მწერალი ტრამპისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს. ცნობისთვის, 9 მაისს აშშ-ის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტის და მწერლის, ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო და მისთვის 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)