|
2023-05-23 15:18:31, 1303 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი ბელგოროდზე - უკრაინელი ბოევიკები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებს აგრძელებენ
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "დივერსანტების თავდასხმები" ღრმა შეშფოთებას იწვევს. როგორც პესკოვი ამბობს, "რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებს უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ". "ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ჩვენგან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს ძალისხმევა და სპეცოპერაცია გრძელდება, მომავალში ასეთი შეღწევების თავიდან ასაცილებლად“,- აცხადებს პესკოვი. შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა "ტელეგრამ-არხზე" გაავრცელა. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა Suspilna-ს განუცხადა, რომ "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" ბელგოროდში ოპერაციის განხორციელება დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლქში "ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები" შევიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)