|
2023-05-23 09:43:46, 1386 ნახვა
მსოფლიო
მედია - ბელგოროდში FSB-სა და შსს-ს შენობებს დაარტყეს [ვიდეო]
ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა (FSB) და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებს დაარტყეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა ონლაინ გამოცემა SOTA-მ და რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა Readovka-მ გაავრცელეს. SOTA-ს ცნობით, თავდასხმები სამთავრობო Rybar Telegram-ის არხმა დაადასტურა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. როგორც SOTA წერს, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე. შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა "ტელეგრამ-არხზე" გაავრცელა. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა Suspilna-ს განუცხადა, რომ "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" ბელგოროდში ოპერაციის განხორციელება დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლქში "ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები" შევიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)