|
2023-05-22 23:27:31, 1443 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა ირანის ოფიციალურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა ირანის ოფიციალურ პირებსა და ორგანიზაციებს, ქვეყანაში საზოგადოებრივი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის გამო სანქციები დაუწესა. ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა სტუდენტური ორგანიზაცია "ბასიჯი" და სამი პოლიციის მეთაური, მაღალი თანამდებობის პირი კიბერუსაფრთხოების სფეროში და რეგიონული პროკურორი. "დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემაკავებელი ზომების შემოღების შესახებ კიდევ ხუთი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)