|
2023-05-19 11:35:38, 938 ნახვა
საზოგადოება
ლევან უჯმაჯურიძემ მონაწილეობა კრიოკონსერვაციის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. პრაღაში გამართულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერატიული პროგრამის ( ESPGR) კრიოკონსერვაციის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრაზე გამოსვლისას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის მიმოხილვის პარალელურად ისაუბრა ქვეყანაში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის არსებულ მდგომარეობაზე, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე, საკანონმდებლო ბაზაზე, ეკოსისტემებში, ცენტრსა და სხვა უწყებებში არსებული ცოცხალი კოლექციების, In vitro კონსერვაციის, ასევე თესლის გენეტიკური ბანკების მდგომარეობაზე, სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობაზე და სხვა. „კრიოკონსერვაცია, როგორც მცენარეთა გენეტიკური მასალის შენახვის ფართოდ მიღებული თანამედროვე მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა ხანგრძლივი პერიოდით, უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ საქართველოს იშვიათი რელიქტური და ენდემური მცენარეთა ბიომრავალფეროვნება, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და იგეგმება ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. „ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრა ჩეხეთის მცენარეთა გენეტიკური რესურსების სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორთან მიკულას მადარასთან და სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართა, სადაც ყურადღება მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის თანამედროვე მიმართულებებზე, ახალგაზრდა სპეციალისტთა სწავლებაზე, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების, კონფერენციების განხორციელებაზე და ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე გამახვილდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცენტრის დირექტორს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა სხვადასხვა ექსპერიმენტული საცდელი ბაზები მიკროვინიფიკაციის საწარმო, სამეცნიერო ლაბორატორიები თესლის გენეტიკური ბანკი და სხვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)