|
2023-05-16 23:15:19, 1498 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - უკრაინის ძალებმა ბახმუტთან დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი მტრისგან გაათავისუფლეს
ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი მტრისგან ბახმუტის გარეუბნების ჩრდილოეთით და სამხრეთით, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. მისივე თქმით, ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და ფაქტი, რომ ბახმუტის დაცვა ამდენი თვე გაგრძელდა და არის გარკვეული წარმატებებიც, უკრაინელი მებრძოლებისა და თავდაცვის სარდლობის მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი მტრისგან ბახმუტის გარეუბნების ჩრდილოეთით და სამხრეთით. "მიდის მძიმე ბრძოლები სხვადასხვა შედეგებით. არსებულ ვითარებაში ჩვენი ჯარები ყველაფერს აკეთებენ და კიდევ უფრო მეტს... ის, რომ ბახმუტის დაცვა ამდენი თვე გაგრძელდა და გარკვეულ სფეროებში არის მიღწევები, ჩვენი მებრძოლების არაჩვეულებრივი ძალისხმევისა და თავდაცვის სარდლობის მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა", - წერს მალიარი.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)