|
2023-05-15 10:15:32, 713 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ჩვენ ბევრად წინ ვართ
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ჩვენ ბევრად წინ ვართ,- ასე მიმართა თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში მხარდამჭერებს მას შემდეგ, რაც თურქეთში, გუშინ, 14 მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ერდოღანმა საკუთარ ოპტიმისტურ განწყობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. „ჩვენ გვჯერა, რომ ამ ტურს ხმების 50%-ზე მეტით დავასრულებთ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს მოქალაქეს, ვინც არჩევნებზე რეკორდული აქტივობით მივიდა და გამოხატა თავისი პრეფერენციები საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი მომავლის მიმართ“,- თქვა ერდოღანმა. შეგახსენებთ, გუშინ, 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცეების მიხედვით, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ და "ATA ალიანსის" წევრი სინან ოგანი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარემ, მუჰარემ ინჯემ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა. თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა უმრავლესობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის იმართება, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტ პროცენტს დააგროვებენ. არსებული ინფორმაციით, მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს ჩატარდება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)