|
2015-02-09 13:38:22, 937 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“: პრემიერის უუნარობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადების უპასუხოდ დატოვების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერის მოქმედება შეუფერებელი და საქართველოს ინტერესებისათვის შეუსაბამო იყო, როდესაც მან კოსაჩოვის განცხადება უპასუხოდ დატოვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს შეშფოთებას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან შეუფერებელი და საქართველოს ინტერესების შეუსაბამო მოქმედების გამო. მიუხედავად იმისა რომ 2008 წლის რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით პრემიერის გზავნილი რადიკალურად განსხვავდებოდა ქვეყნის შიგნით მთავრობის გზავნილისგან - რომ ომი სწორედ საქართველომ დაიწყო - პრემიერის უუნარობა გაეცა პასუხი საქართველოსთვის საზიანო, პროპაგანდისტული და ცრუ განცხადებებისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტიქართული განწყობებით ცნობილმა კონსტანტინე კოსაჩოვმა კონფერენციის ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტში განაცხადა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში რადგანაც ისინი „საქართველოს სტალინმა აჩუქა.“ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საკუთარ გამოსვლაში, ფორმალურად მაგრამ მაინც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ტყუილს გასცემდა პასუხს - იტყოდა რომ ორივე რეგიონი შედიოდა დამოუკიდებელი და საერთაშორისოდ დე-იურე აღიარებული დემოკრატიული საქართველოს საზღვრებში რომელიც საბჭოთა რუსეთმა სამხედრო აგრესიის გზით დაიპყრო. სამწუხაროდ, ღარიბაშვილმა ამ პრინციპულ ტყუილზე არაფერი თქვა ამ სიცრუის არუარყოფით კონფერენციის დამსწრეთ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ კოსაჩოვის მტკიცება სიმართლეა და რუსეთმა უბრალოდ დაიბრუნა ის რაც სტალინმა საბჭოთა საქართველოს „აჩუქა.“ ამასთან, პრემიერმა კვლავ არ დაუჭირა მხარი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბოლოს, როცა პრემიერს კითხეს თუ რა აზრის იყო კონფლიქტების მოგვარების კონტექსტში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, მან კითხვა უბრალოდ ვერ გაიგო და უპასუხოდ დატოვა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლევანდელი გამოსვლა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რომ საქართველოს ყავს არაკომპეტენტური მთავრობის მეთაური რომელსაც არ გააჩნია ქვეყნის ინტერესების დაცვის უნარი და საჭირო ცოდნა“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)