|
2023-05-13 10:24:42, 986 ნახვა
მსოფლიო
პოლონური მედია - ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ევროკავშირში პოლონეთის ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკავშირში პოლონეთის ელჩის, ანდჟეი სადოსის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების აღნიშნულ პაკეტში ბევრი საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და ღრმა ანალიზს საჭიროებს. „შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ რუსული აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტის ნებართვის გაგრძელების გამართლებას“,- განაცხადა სიდოსმა. ცნობისთვის, 9 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი წარადგინა. მისი თქმით, ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომის მანქანა და შემოსავლები ჩამოშალოს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)