|
2023-05-12 13:14:18, 1509 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის სენატმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუცია მიიღო
პოლონეთის სენატმა უკრაინის ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას „პოლონური რადიო“ ავრცელებს. პოლონელი სენატორები რეზოლუციაში ხაზს უსვამენ, რომ ვილნიუსის ნატო-ს სამიტი უკრაინის ალიანსში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გახდეს და ასევე, უნდა გამოიყენონ ის პროცედურები, რაც ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში გამოიყენეს. „საშინელი ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ვიცით, რომ უკრაინა რუსეთთან დაპირისპირებით იცავს ევროპას და არის მთავარი რგოლი, რომელიც იცავს კონტინენტს აღმოსავლეთის აგრესიისგან. დღეს უკრაინას ჰყავს უძლიერესი არმია არაჩვეულებრივი საბრძოლო გამოცდილებით. უკრაინის არმია სწრაფად აღიჭურვა ნატო-ს ტექნიკით და იყენებს ტაქტიკას, რომელსაც დასავლელი მოკავშირეები ათწლეულების განმავლობაში ავითარებდნენ. დამცველებს სჭირდებათ რეალური მხარდაჭერა ნატო-ს ქვეყნებთან მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობით“,- ნათქვამია დოკუმენტში. რეზოლუციის თანახმად, ვილნიუსის სამიტის დროს უკრაინამ „ბევრად მეტი უნდა მიიღოს, ვიდრე ღია კარის პოლიტიკის შესახებ“ წინა განცხადებებია. პოლონეთის რესპუბლიკის სენატს მიაჩნია, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორც ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში მოხდა. "თუ რუსეთი დაამარცხებს უკრაინას, ის არ გაჩერდება მის დასავლეთ საზღვარზე. ალიანსმა ეს საფრთხე გასულ წელს მადრიდში ნატო-ს სამიტზე გააანალიზა",- აღნიშნულია რეზოლუციაში. დოკუმენტში სენატორები ასევე უთითებენ, რომ ფინეთი და შვედეთი "მიიწვიეს ნატო-ში გაწევრიანებაზე იმ პროცედურით, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა გამოყენებული". „მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი კვლავ სტრუქტურების მიღმა რჩება, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ დაიცვან იგი. პოლონეთის რესპუბლიკის სენატი მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ მსგავსი საგანგებო პროცედურა უკრაინის მიმართ“, - ნათქვამია მიღებულ რეზოლუციაში.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)