|
2023-05-12 11:08:32, 4478 ნახვა
Lifestyle
საქართველო ევროვიზია 2023-ის ფინალში ვერ გადავიდა - ვიდეო
ევროვიზიის ფინალში საქართველო კვლავ ვერ გავიდა. ლივერპულში გამართული შეჯიბრის მეორე ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვა მე-11 ნომერში წარსდგა მაყურებლის წინაშე, მან სიმღერა „ეხო“ შეასრულა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ირუ მიუბრუნდა მაყურებელს: „გმადლობთ, ევროპა! საქართველო, მიყვარხარ! - თქვა მან. მეორე ნახევარფინალში გასული 16 მონაწილედან ფინალში 10 გავიდა: ესტონეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ბელგია, ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი და სლოვენია. პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 13 მაისს ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, სერბეთი და ნორვეგია გავიდნენ. დიდი ხუთეული (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი) და შარშანდელი გამარჯვებული ქვეყანა (უკრაინა) ავტომატურად გადიან ფინალში. ბოლოს საქართველომ ევროვიზიის ფინალში გასვლა 2016 წელს შეძლო. მაშინ ქვეყანას წარმოადგენდნენ ნიკა კოჩაროვი და ახალგაზრდა ქართველი ლოლიტასი სიმღერით "შუაღამის ოქრო".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)