|
2023-05-12 10:55:00, 730 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტური პარლამენტის წევრები ვაზიანში იმყოფებოდნენ
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, სტუდენტური პარლამენტის წევრები საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ. სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ უმასპინძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალგაზრდებთან ერთად სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. სტუმრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ. "მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სტუდენტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, ამოცანები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს თავდაცვის კოდექსის პროექტი წარუდგინა და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება დაათვალიერეს, სიმულაციურ ცენტრს ესტუმრნენ და ბრიგადის სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილეს. ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს",- ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)