|
2023-05-09 13:27:48, 961 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში, ევროკომისიის შენობასთან EU-ს დროშების გვერდით უკრაინის დროშა აღმართეს [ვიდეო]
ევროპის დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში, ევროკომისიის შენობასთან, ევროკავშირის დროშების გვერდით უკრაინის დროშა აღიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. "დღეს ჩვენ ევროპის გულში უკრაინის დროშა აღვმართეთ. ევროპის დღის აღნიშვნასთან ერთად, ჩვენ ვუდასტურებთ უკრაინასა და მის ხალხს ჩვენს ურყევ მხარდაჭერასა და სოლიდარობას. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება",- ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უზენაეს რადას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში 8 მაისის ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას სთავაზობს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)