05:50 - 22 Jul, 2026
|
2023-05-02 10:16:30, 770 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის შტატ ილინოისში მტვრის ქარიშხლის გამო ერთმანეთს 70-ზე მეტი მანქანა დაეჯახა - დაღუპულია 6 ადამიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისში მტვრის ქარიშხლის გამო მომხდარ მასშტაბურ ავტოკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 37 პირი კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ცენტრალურ ილინოისში, სანგამონისა და მონტგომერის ოლქების დამაკავშირებელ მთავარ გზატკეცილზე, დაბალი ხილვადობის გამო, საგზაო კატასტროფაში 70-ზე მეტი ავტომანქანა მოჰყვა. ილინოისის შტატის პოლიციის მაიორმა, რაიან სტარიკმა თქვა, რომ დაშავებულთა ასაკი 2-დან 80 წლამდეა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება. რაც შეეხება დაღუპულებს, დაღუპულთაგან ერთი 88 წლის კაცი იყო, დანარჩენი 5-ის იდენტიფიცირებაზე კი, პოლიცია ამ დრომდე მუშაობს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)