|
2023-04-21 11:22:29, 1194 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ ახლა უკრაინის გაწევრიანების დრო არ არის
ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების დრო არ არის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს. პისტორიუსის თქმით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მხოლოდ სოლიდარობის გამო ვერ მიიღება. „კარი ღიაა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების დრო არ არის“, - ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი. შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ესტუმრა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს. თავის მხრივ, სტოლტებერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)