|
2023-04-13 10:06:53, 1551 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - რუსეთის პრეზიდენტმა WSJ-ის ჟურნალისტის დაკავების ბრძანებას ხელი პირადად მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ბრძანებას, ხელი პირადად მოაწერა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლში პოლიტიკის მკაცრი ხაზის მხარდამჭერების გავლენა იზრდება. "ეს უნდა იყოს ნამდვილი გამოღვიძების ზარი არა მხოლოდ აშშ-თვის, არამედ უფრო ფართოდ, დასავლეთისთვის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პუტინის აზროვნებაში სტაბილური და საიმედო ურთიერთობების დაბრუნების შესაძლებლობა აღარ არსებობს",- განაცხადა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ალინა პოლიაკოვამ. შეგახსენებთ, რომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი მარტის ბოლოს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. თავად Wall Street Journal-ი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აღნიშნა, რომ გერშკოვიჩი რუსეთმა არასწორად დააკავა. ამასთან, კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს არ იყო პუტინის გადაწყვეტილება, არამედ „სპეციალური სამსახურების სრული პრეროგატივა". მსოფლიოს 30-ზე მეტი მედიასაშუალების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა წერილს, სადაც აშშ-ში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას სთხოვენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)